გუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

გუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სატესტო რეჟიმში დაიწყო.

აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე შევიდა შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული გადაწყვეტილება დილით გუდაურში, გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშიკობა აღლემაშვილის მეზობლები მკვლელობის შესახებ დეტალებს ყვებიან
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა