გუბაზ სანიკიძე: რუსეთი დღეს უფრო სახიფათო ქვეყანაა, ვიდრე 2008 წელს იყო

შეიძლება ისეთი რაღაცეები მოხდეს, რომ დენი საერთოდ აღარ იყოს საქართევლოში

ჩვენ შეიძლება სტრატეგია ჩამოყალიბებული არ გვქონდეს, მაგრამ დღეს ტაქტიკური ნაბიჯების დროა – ჩვენ დრო უნდა მოვიგოთ , – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დებატებისას გააკეთა.
სანიკიძის შეფასებით, რუსეთი დღეს უფრო სახიფათო ქვეყანაა, ვიდრე 2008 წელს იყო.
“მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას შეხვდა, შეგვხვდა თქვენგან. მე არ ვამბობ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ. უფრო დავარბილებ – ვამბობ, რომ თქვენ 2008 წელს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით. ნუ გვიხსნით, რომ რუსეთი არის სახიფათო ქვეყანა. მე იმას გეტყვი, რომ რუსეთის დღეს უფრო სახიფათო ქვეყანაა, ვიდრე 2008 წელს იყო. თქვენი ხელისუფლების მიერ არსად, არც ერთი დიპლომატიური ხაზით არ მოხდა ყაზბეგის ხელშეკრულების გამოყენება. დიპლომატია კონფლიქტების არიდების ხელოვნებაა. თქვენ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტი ვერ აარიდეთ, რომელმაც ვითარება ძალიან დაგვიმძიმა. ეს არის ძალინ მძიმე მემკვიდრეობა და ჩვენი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად იქცევა ახლა. ჩვენ შეიძლება სტრატეგია ჩამოყალიბებული არ გვქონდეს, მაგრამ დღეს არის ტაქტიკური ნაბიჯების დრო – ჩვენ დრო უნდა მოვიგოთ. ასე არ არის საქმე, რომ საქართველო არის უსუსური ქვეყანა”, – განაცხადა სანიკიძემ პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით.

banner
წინა სტატიაშიხაკასიაში წითელი თოვლი აღმოაჩინეს… (+ფოტო)
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე საგარეო უწყებას ირანთან ურთიერთობების გააქტიურებისკენ მოუწოდებს