გუბაზ სანიკიძე მზად არის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

მმართველი კოალიცია ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან “თავისუფალი დემოკრატების” წევრის ზურაბ აბაშიძის გადაყენებაზე მსჯელობს. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს კონსულტაციები. ზურაბ აბაშიძის შემცვლელად მისი კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან გუბაზ სანიკიძე სახელდება.

სანიკიძე უკვე ესაუბრა ჟუნრალისტებს, ის ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში ის მზად არის დაიკავოს ვიცე-სპიკერის თანამდებობა. დეპუტატი ჟუნრალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მასთან კონსულტაციები ამ თემაზე ჯერ არ გამართულა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც თავისუფალი დემოკრატები მმართველ კოალიციას გამოეყვნენ დღის წესრიგში დადგა ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ვიცე-სპიკერის თანამდებობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უნდა იკავებდეს.

რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას სასამართლო სხდომა 15:00 საათამდე გადაიდო
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე – ვიცე სპიკერის თანამდებობაზე სხვადასხვა კანდიდატურა განიხილება, მათ შორის გუბაზ სანიკიძის