გუბაზ სანიკიძეს თამაზ ჭკუასელი შეცვლის

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარედ გუბაზ სანიკიძეს მმართველი კოალიციის წევრი თამაზ ჭკუასელი შეცვლის. არსებული ინფორმაციით სწორედ ჭკუასელს განიხილავენ მმართველ კოალიციაში აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად.

დღეს ინფორმაცია ჟუნრალისტებს თავად ჭკუასელმაც დაუდასტურა. ის აცხადებს, რომ როდესაც მას შეთავაზეს თანამდებობის დაკავება დრო ითხოვა დღეს კი ფიქრობს, რომ ის მზად არის თანამდებობა დაიკავოს.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერობიდან გადააყენა, მისი ადგილი კი გუბაზ სანიკიძემ დაიკავა.

banner
წინა სტატიაში“მრჩეველი, რომელიც უთანხმოებას იწვევს”- გამოცემა Economist-ი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაუმრავლესობამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა