გრიგორი კარასინი: დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდება ნორმალურ რიტმში

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საუბრობს. კარასინის თქმით, ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხი შეხვედრაზე განიხილეს. მისი თქმით, დაინტერესებულები არიან, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდება ნორმალურ რიტმში.

“საკითხი დეტალურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ მსგავსი პრობლემები უნდა განვიხილოთ იმ ფორმატში, რომლებიც ასეთი სიტუაციებისთვის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სახით შეიქმნა. სწორედ იქ უახლოეს დღეებში ამ ინცინდენტს დეტალურად განიხილავენ და გაკეთდება ყველაფერი, რომ მსგავსმა ემოციურმა აფეთქებებმა არ შეუშალონ ხელი კონკრეტულ სამუშაოებს, რომელიც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით მიმდინარეობს.

ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდება ნორმალურ რიტმში, რომ არ მოხდეს მკვეთრი უკან დახევა და რომ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერომ გზა გაიკვალოს ამ პოლიტიკური, ემოციური და მედიაინტრიგების ფონზე,”-განაცხადა გრიგორი კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდია უკრაინაში ბოინგის ჩამომგდებად რუს სეპარატისტებს ასახელებს
შემდეგი სტატიაკონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა