გრიგოლიას გადაცემის დახურვა სხვა არაფერია, თუ არა მზადება რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევისთვის

ლამბერსექსუალური იმიჯი

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!გრიგოლიას გადაცემის დახურვა სხვა არაფერია, თუ არა მზადება რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევისთვის.
ტელეკომპანია “იმედი” და გრიგოლიას გადაცემაც ამ ხელისუფლებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ყველამ კარგად იცის–წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ამავე დროს, განსხვავებით შალვა რამიშვილისგან, რომლისთვისაც ფულის გარდა სხვა ინტერესი არ არსებობს და ადვილი სამართავია, ინგა გრიგოლია არაპროგნოზირებადი ჟურნალისტი და პერიოდულად პოლიტიკოსია.
1.”რეაქციის” დახურვით ხელისუფლება რამდენიმე კურდღელს იჭერს:
თავის მიერ კონტროლირებად არხზე იშორებს არაპროგნოზირებად ჟურნალისტს;
2. ფაქტობრივად საკუთარ არხზე ერთ–ერთი რეიტინგული გადაცემის დახურვით ეცდება გადაფაროს რეალურად ოპოზიციურ ტელევიზიაზე – რუსთავი 2–ზე გადამწყვეტი შეტევა და მას ობიექტური, პოლიტიკური მოტივაციისგან დაცლილი გადაწყვეტილების სახე მისცეს.
ეს გახლავთ, ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის, ჩემი აზრით, ერთი შეხედვით, გაუგებარი და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი–წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიმორჩა კინო))))))) წადით სახლში)))))))))),,რეაქცია,, და ,,იმედის კვირა,, დაიხურა)))))))
შემდეგი სტატიამანანა კობახიძის რეაქცია დახურული თოქ-შოუების შესახებ