გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

გრიგოლეთში ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები ბალხამიშვილების ოჯახი მთლიანად ემსხვერპლა. დაღუპულია ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა. დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, ლევან შონია მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:
„თავზარდამცემია ის რაც გუშინ გრიგოლეთში მოხდა. ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები ბალხამიშვილების ოჯახი მთლიანად ემსხვერპლა. დაღუპულია ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა. მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის უბედურება არამარტო ბალხამიშვილების ნათესავების, ახლობლების, მეგობრებისა და მეზობლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყეტილება, რომ დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს“- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაგალში სასკოლო პროგრამა სექტემბრიდან აფხაზურ სტანდარტებზე გადადის