გრიგოლეთში კიდევ ერთი ავტოავარიის შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

გრიგოლეთში, კიდევ ერთი ავტოავარიის შედეგად, 3 პოლიციელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, პირველი ავარიის შემდეგ, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, შორიახლოს მეორე შემთხვევაც მოხდა.
მეორე ავტოავარიის დროს, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და სასწრაფო დახმარების ავტომობილები შეეჯახნენ.
რაც შეეხება შემთხვევას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა, შსს-ს ცნობით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლეთში ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა