გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის

გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის

გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის“სტუდენტური ინოვაციების” პროგრამის ფარგლებში თს ფონდი აცხადებს კონკურსს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის
კონკურსის მიზანია: აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია; დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს, მოახდინონ ინოვაციური იდეების რეალიზაცია; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; მიმართოს ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებაზე და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან საზღვარგარეთის უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს (ასევე პირებს, ვინც 2015 წელს დაამთავრა ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ერთ-ერთი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი).
პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარს.
ცალკეულ შემთხვევებში, ფონდი განიხილავს წარმატებული პროექტების გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას.
„საქართველოს კანონის გრანტების შესახებ“ თანახმად, „გრანტის მიმღების“ სტატუსიშეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის უცხოეთის უნივერსიტეტებისა ან /და კოლეჯების სტუდენტს. ფონდის მიერ დაფინანსებულპროექტებში უცხოეთის მოქალაქეების მონაწილეობა დასაშვებია კონსულტანტის ან/და დამხმარე პერსონალის სტატუსით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ფონდის ვებგვერდზე www.tsfund.ge და შეავსოთ პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა. ამის შემდეგ შეძლებთ, დაარეგისტრიროთ საგრანტო პროექტი.

გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის

იხილეთ საკონკურსო დოკუმენტაცია:
• კონკურსის ჩატარების წესი
• პროექტის მოკლე ვერსიის ფორმა კონკურსის პირველი ეტაპისთვის (ასატვირთი ფაილი)
• მოკლე ვერსიის შეფასების კრიტერიუმები
• პროექტის სრული ვერსიის ფორმა კონკურსის მეორე ეტაპისთვის (ასატვირთი ფაილი)
• სრული ვერსიის შეფასების კრიტერიუმები
• პროექტის რეგისტრაციის ინსტრუქცია

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2015 წლის 25 ნოემბრის 24:00 საათამდე.
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროექტის საბოლოო წარდგენის შემდეგ, ელექტრონული ბაზა პროექტს მიანიჭებს უნიკალურ შიფრს და დააგენერირებს განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილი, დასკანერებული სახით, 26 ნოემბრის 24:00 საათამდე უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით ფონდში მისამართზე: sig@tsfund.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ჩიქოვანი, ტელ.: 577 741447, ელფოსტა: chikovani@tsfund.ge
გელა ჯავახიშვილი, ტელ.: 577 112001, ელფოსტა: javakhishvili@tsfund.ge

banner
წინა სტატიაში„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისათვის, ყოველდღიურად იდგმება ნაბიჯები“
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: პრემიერმინისტრმა სახე დაკარგა