გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან. გასულ წელს გარდაცვლილი ლეილა ჭკადუას ახლობლები პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
შუა ხნის ქალბატონი საკუთარ სახლში, ჭაღზე ჩამომხრჩვალი პირველ მარტს ნახეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. დაღუპულის ოჯახი ამ ფაქტს მაშინვე აპროტესტებდა და მის შეცვლას ითხოვდა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც თვითმკვლელობას საეჭვოს ხდის.