გორში სამგზავრო ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

უბედური შემთხვევა გორში. სამგზავრო ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის  უცნობია, არსებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა გორის ცენტრში საკონდიტრო გედამში მოხდა. კომპანიის თანამშრომლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. 112-ს კი მომხდარის შესახებ გამვლელმა შეატყობინა, რომელმაც ლიფტის ჩამოვარდნის ხმა გაიგონა.

შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

banner
წინა სტატიაში,,თაიმერის” ინფორმაციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააქციის მონაწილე აბიტურიენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ