გორის ავტომაგისტრალზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირაგორის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადადიოდა. მას ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. იმ შემთხვევაში თუ დაშავებული მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხდება შსს-ს წარმომადგენლების თქმით საქმე გადაკვალიფიცირდება.

ამავე მუხლით საქმე კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღიძრა, რომელიც ასევე გორში რამდენიმე სათის წინ მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რამაც რამდენიმე მგზავრის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.გორის ავტომაგისტრალზე მომხდარი ორივე ავარიის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიმექაში კოშკურა ამწე ყველაზე დიდ მეჩეთს დაეცა… დაღუპულია 65 ადამიანი…(VIDEO +18)
შემდეგი სტატიადადგა დრო თქვენი დამპალი ხორცი საკუთარი კბილებით დავღეჭო” -ბუბა ჩივაძე