გორთან მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელიცაა.

არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. აზერბაიჯანული ნორმებით მოძრავ მანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს პატრულის თანამშრომელიც.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაზე განცხადებები, უკრაინის პოზიციაა, თუ არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის?
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: თბილისის მერია დაუდგება თითოეულ იმ ოჯახს გვერდით, ვისაც დასჭირდება