მიხეილ გორბაჩოვის ფონდმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის ექს-პერზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რამდენიემ დღის წინ Life News-ით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ გორბაჩოვი სანახევროდ პარალიზებული მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.
“ტყუილია, ის გუშინ ფონდს სტუმრობდა და საერთაშორისო ექსპერტებთანაც გამართა შეხვედრები. უბრალოდ რაღაც აბსურდია… ის არ არის საავადმყოფოში” – თქვა ფონდის საერთაშორისო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა პაველ პალაჟჩენკომ.