“გომელაურს გადატრიალებები ელანდება” – ნაციონალური მოძრაობა მინისტრს პასუხობს

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

“გომელაურს გადატრიალებები ელანდება,” – ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალდებებს.

“გომელაური, იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოდეს და პოლიციელის ღირსებას იცავდეს, გადატრიალებები და არეულობები ელანდება, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” არ გეგმავს,” – განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატმა გომელაური ალექსანდრე ჭიკაიძეს შეადარა და განაცხადა, რომ ახალი მინისტრი ძველის გზას ადგას.

“გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა. ეტყობა, მინისტრებს სპეციალური კატეგორიით არჩევენ, რომ მათი გონებრივი შესაძლებობები არ უნდა იყოს ძალიან მაღალი,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატი მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ მას “ნაციონალური მოძრაობის” არ უნდა ეშინოდეს. ირმა ნადირაშვილმა შს მინისტრს მოუწოდა, რომ თუ ის რაიმე ინფორმაციას ფლობს, პარლამენტში მივიდეს და დეპუტატებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

“მათ ჩვენი არ უნდა ეშინოდეთ. მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის, რომელთაც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბანკირების აყვანა ურჩია. ჭიკაიძეს ერთი წლის განმავლობაში ვთხოვდით მოსულიყო და ამ საბურავების თემებზე პასუხი გაეცა, მაგრამ ისე მოხსნეს, რომ მან ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა. თუ გომელაურს რაიმე ინფორმაცია აქვს, მობრძანდეს პარლამენტში და გვითხრას,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას