გოკა გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს რიგგარეშე სხდომის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს.
როგორც გაბაშვილის წერილობით მიმართვაშია ნათქვამი, “სამწუხაროდ და პრეზიდენტის ინსტიტუტის სამარცხვინოდ, პარლამენტის საგანგებო სხდომა მოწვეული არ იქნა”.
“შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე3 პუნქტის თანახმად, თუ წერილობითი წარდგენიდან, 48 საათში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში, რათა რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.
ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს მთავრობის დამცინავი დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ისინი არც წარადგენენ და არც იხილავენ ანტიკრიზისულ გეგმას, პარლამენტი არ გამოავლენს ასეთ ცინიკურ დამოკიდებულებას და პარლამენტი მოითხოვს, მოვიდეს მთავრობა და რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს”, – აცხადებს გაბაშვილი.
მისი თქმით, ყველაფერი, “რითიც დღეს მთავრობაა დაკავებული, არის ფუჭი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ წყვეტს”. შესაბამისად, როგორც გაბაშვილი აღნიშნავს, ეს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტუსკის შეხვდა
შემდეგი სტატიალარი დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა