გაბაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო „საბავშვო ბაღი“

11090515_1124366274256280_175830451_oპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი აფასებს. მისი თქმით, ეს იყო “საბავშო ბაღი, ქვედა, საშუალო და ზედა დონეზეც”.
„ის რომ 2 წლის წინ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტი გახდა ქვეყნის მოსახლეობის 62 %-ის მხარდაჭერით, მის შეხედულებებს და მოსაზრებებს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, მთავრობა რომ უნდა დაესწროს თუ ჩვენი ასახსნელია, ძალიან ცუდადაა საქმე. ეს არის სუფთა საბავშვო ბაღი, ქვედა, საშუალო და ზედა დონეზეც. ერთი კაცის მართული, როგორც მარიონეტების თეატრი. იმიტომ ვამბობთ, ჩვენ რომ ქვეყანა ნორმალურად რომ განვითარდეს ეს მთავრობა უნდა წავიდეს“ – თქვა გოკა გაბაშვილმა.

“როდესაც საგარეო ფაქტორებზე საუბრობდა პრეზიდენტი აქაც თქვა, რომ ძალიან ბედნიერია იმით რომ გაერთიანდა და ანექსიად შეაფასა ის, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს ბოლო წელს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. უმრავლესობამ ჩააგდო რეზოლუცია, სადაც ეს ანექსიად ფასდებოდა ანუ მისი სურვილების ჩამონათვალი იყო კარგი, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. რეალობა არის, რომ ჩვენ ნატოსთან დაახლოების გზით კი არ მივდივართ, რეალობა არის ის, რომ ჯანელიძე რეკავს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და უკრძალავს თავდაცვის შეიარაღების შესახებ საუბარს დასავლეთ პარტნიორებთან, ეს არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ ქვეყნის რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი მიდის სხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში სურვილების ჩამონათვალს, რომლის მოსასმენადაც არ მოდის მთავრობა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-განაცხადა გაბაშვილმა

 

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაიკითხა
შემდეგი სტატიასტამბულში პროკურორი თავის ოთახში მძევლად აიყვანეს