გოგუაძე თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს მადლობას უხდის

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლასპარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების თანამდებობაზე აღდგენას ღირსეულ და კანონიერ გადაწყვეტილებას უწოდებს.

გოგუაძე თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს მადლობას უხდის, რომელმაც, მისი თქმით, კანონის აღსრულების გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს, რომელმაც ეს სრულიად ღირსებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. თინათინ ხიდაშელმა იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა. მან, როგორც თავდაცვის მინისტრმა, მიიღო კანონის აღსრულების გადაწყვეტილება და მას ამისთვის არავის ლეგიტიმაცია და დამატებითი ნებართვა არ სჭირდებოდა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სამსახურში დაბრუნება სამართლიანობის დამკვიდრების პრეცედენტია.

„პრემიერ-მინისტრს, მთავრობის უმრავლესობასა და საპარლამენტო უმრავლესობას ეს უმარტივესი წესები არ ესმით, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში მძიმედ, ძნელად, მაგრამ მაინც აუცილებალდ დამკვიდრდება“, – აღნიშნა გოგუაძემ.

თავდაცვის სამინისტროში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული ხუთი მაღალჩინოსნიდან ოთხი სამსახურში აღადგინეს.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე, დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 19 ივნისს გაათავისუფლა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშილარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხა – შანტაჟი თხილის ჩასაბარებლად