გოგი თოფაძის მორიგი სკანდალური განცხადება

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ–გოგი თოფაძერუსეთთან ურთიერთობის დროს წინა ხელისუფლებამ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ცუდი არ იქნება, თუ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ ,,ნიუპოსტთან” საუბარში განაცხადა. თოფაძე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის შეხვედრის პერსპექტივას იწონებს და ამასთან ერთად რუსეთთან დათმობებზე წასვასაც არ გამორიცხავს.
„ურთიერთობაში არაფერი დაიძრა. წინა ხელისუფლებას გარკეული შეცდომები ჰქონდა დაშვებული რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთთან ომს უკრაინაში რაც მოჰყვა ნახეთ, აგრესორი ქვეყანაა და მასთან ცოტა დათმობებზე უნდა წავიდეთ. მაგალითად, შესაძლოა რუსულმა მხარემ მოითხოვოს აფხაზეთში განლაგებული ბაზების დატოვება. ასევე აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და საქართველოზე ნავთობბაზების გატარება… კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მე დიპლომატი არ ვარ“, – განაცხადა თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს თემაზე „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ხელისუფლების მაღალი დონის ურთიერთობის პერსპექტივა ყოველთვის არის, „მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენის ხელშესაწყობად, ის და ზურაბ აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებისდავალებით მაღალი დონის შეხვედრებისთვისაუცილებელი ნიადაგის შესაბამისადმოსამზადებლად მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა
შემდეგი სტატია85 წლის ქალბატონი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს