გოგი თოფაძე: რუსთავი 2 ცალმხრივია, არაობიექტურად აშუქებს მოვლენებს და ბუნებრივია, რაღაც შეუზღუდეს

პარლამენტში ტელემაუწყებლებისთვის რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს იხილავენ. რეგულაციები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს სარეკლამო უფლებებზე, რასაც კომერციული ტელევიზიები აპროტესტებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ ცვლილებებზე საუბრისას არგუმენტად იშველიებს ევროდირექტივებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ევრორეგულაცია მსგავს შეზღუდვებს არ მოითხოვს და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ფინანსური პრობლემები შეუქმნან დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს, პირველ რიგში, რუსთავი 2-ს.

დიდი ხანია ვისმენ ჩვენი კოლეგებისაგან პრინციპულ წინააღმდეგობას, რომ რუსთავი 2-ს რაღაც პატარა ნაწილი შეეზღუდა თავის კომერციულ საქმიანობაში. უხერხულიც არის ამააზე ლაპარაკი, გაიხსენეთ, თქვენ “იმედს” რა უქენით, შევარდით, დაარბიეთ, კინაღამ დახოცეთ ხალხი. რა არის ეს რუსთავი 2-ი, რომელიც წლების განმავლობაში არაობიექტურად აფასებს მოვლენებს, ცალმხრივია და ბუნებრივია, რაღაც შეუზღუდეს. მაგრამ ამდენს რომ ლაპარაკობთ ჩემი კოლეგები, გაიხსენეთ “იმედს” რა უქენით,” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია კი აცხადებს, რომ “იმედში” შევარდნა კავშირში არ არის ახალ სატელევიზიო რეგულაციებთან.

“სად ეს კანონპროექტი და სად შევარდნა და გამოვარდა? მაგრამ ამის მიზეზი არის, როგორც ჩანს, არის შიში, რომ არაფერი მოუვიდეს თქვენს ნანინანატრ ტელეკომპანიას,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” დეპუტატები ანტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ მიემგზავრებიან
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს