გოგი თოფაძე – პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, თებერვლის მესამე კვირას გამოვა

პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, თებერვლის მესამე კვირას გამოვა, – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების”პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა გოგი თოფაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხზე საუბარი კოალიციის დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა.
“ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა მეორე სასესიო კვირას მოხდება”, – აღნიშნა თოფაძემ.
პარლამენტი პლენარულ სხდომებს ყოველ მეორე კვირას მართავს. თებერვლის პირველ კვირას საგაზაფხულო სესია იხსნება, შესაბამისად, მეორე სასესიო კვირა თებერვლის მესამე კვირაა.
რაც შეეხება უშუალოდ კოალიციის პოლიტსაბჭოზე განსახილველ საკითხებს, დეპუტატის ინფორმაციით, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს და პარლამენტის მიერ განსახილველ კანონპროექტებს შეეხო.
“ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხია. 4-5 და 6 თებერვალს უნდა ვიყოთ ქუთაისში, რადგან ბევრი თემა დაგროვდა. იყო რამდენიმე კანონპროექტზე საუბარი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შეღავათებთან დაკავშირებული პროექტი. ნამდვილად გეუბნებით, არაფერი სენსაციური დღევანდელ სხდომაში არ ყოფილა”, – აღნიშნა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშიმსახიობებმა გეების შეწყალებაზე თხოვნის წერილი დაწერეს
შემდეგი სტატიაგაერო „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ძალებს მიესალმება