გმირთა მოედნის ესტაკადა, სავარაუდოდ, დილით გაიხსნება

გმირთა მოედნის ესტაკადა, სავარაუდოდ, ხვალ დილით გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისი თქმით, ესტაკადის გახსნის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ, როდესაც სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. თუმცა, ნარმანია ვარაუდობს, რომ ესტაკადა ხვალ დილით გაიხსნება, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში ესტაკადაზე გასუფთავებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ დილით მოხდება ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ჩაკეტილი მონაკვეთის გახსნაც.
თბილისის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დავით ნარმანია ამ წუთებში თბილისის ზოოპარკში და გმირთა მოედანზე არსებულ სიტუაციას ეცნობა.

banner
წინა სტატიაში“უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დაზიანებული სახლების გამაგრებას და სახურავების შეკეთებას,”- ბექა მიქაუტაძე
შემდეგი სტატიაშსს დები ზარანდიების დედის თვითმკვლელობის ფაქტს, არ ადასტურებს