გმირთა მოედანზე დღეიდან საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

გმირთა მოედანზე დღეიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგება იწყება. შეზღუდვა ძალაში დღის 12 საათიდან შედის და რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 240 ათასი ლარია გამოყოფილი.

მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დღესვე ასევე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
შემდეგი სტატიასოფელ ახაშენში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ეროვნული გვარდია ჩაერთო