გლეხებს სანქციები დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენ

გლეხებს სანქციები დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუკი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენ

გლეხებს სანქციები დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუკი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენმთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალი ინიციატივის თანახმად, გლეხებს სანქციები დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუკი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენ. ეს იმ ფონზე, როდესაც მიწის ათვისებას გლეხები სწორედ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ.

მთავრობამ უკვე დაიწყო იმ ნაკვეთების აღწერა, რომელიც ამ დრომდე დაუმუშავებელია. გლეხები კი სანქციების ამოქმედებამდე დახმარებას ითხოვენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ჯარიმა დაწესდება.

ექკონომიკური საკითხების ანალიტიკოსები კი მთავრობის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა პრობლემას ვერც მოაგვარებს და დამატებით სხვა პრობლემებსაც შექმნის.

banner
წინა სტატიაშინატო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების და მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდას ადასტურებს
შემდეგი სტატიაკიევი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:10 წუთზე დაეშვა