გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს , საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
აფეთქება გლდანში, მე-6 მიკრორაიონში, #2 საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, დაზიანდა სამი სართულის კედლები. ასევე მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია მინები.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიკორპუსში სადაც აფეთება მოხდა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბავშვსაც ეძებენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ლიკა კიკიანს შეხვდა