გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი ქალი, მეორე კი მამაკაცია. ინფორმაციას სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ორი დაღუპულის გარდა აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ 4 პირი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
აფეთქება გლდანში, მე-6 მიკრორაიონში, #2 საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი სართულის კედლები დაზიანდა. ასევე მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია სახლის მინები.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიციპრასი საბერძნეთის პარლამენტის დარწმუნებას ცდილობს
შემდეგი სტატიადღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა