გიუმრში, ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებულ რუს სამხედროს 10 წელი მიუსაჯეს

გიუმრში, ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებულ რუს სამხედროს 10 წელი მიუსაჯეს

გიუმრშისომხეთის სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგითს, ვალერი პერმიაკოვს, რომელიც რამდენიმე თვის წინ, გიუმრში, ოჯახის ამოხოცვაშია ბრალდებული, დეზერტირობისთვის ათი წელი მიუსაჯა. ის სასჯელს კოლონიაში მოიხდის.
განაჩენი გიუმრის სამხედრო სასამართლომ დღეს გამოიტანა.
პერმიაკოვს ბრალი, დეზერტირობის გარდა, იარაღის შენახვა-ტარებაზეც აქვს წაყენებული. ეს საქმე სხვა ბრალდებისგან – ოჯახის ამოხოცვისგან გამოყოფილია.
სხდომის დროს პერმიაკოვმა ბრალი აღიარა. მისი თქმით, სამხედრო ნაწილი იმიტომ დატოვა, რომ თურქეთიდან რუსეთში მოხვედრილიყო.
შეგახსენებთ: 12 იანვარს პერმიაკოვმა ბაზა დატოვა, რის შემდეგაც, გიუმრში ოჯახის 7 წევრი, მათ შორის, 2 ჩვილი დახოცა. ის მოგვიანებით თურქეთის საზღვართან დააკავეს.
ოჯახის ამოხოცვასთან დაკავშირებით პერმიაკოვი სასამართლოს წინაშე მალე წარსდგება.

banner
წინა სტატიაშიინალ ხაშიგი-“აფხაზი ახლაგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ მატჩზე”
შემდეგი სტატიავიდეო–მოსკოვში ნავთობის მილებს ცეცხლი გაუჩნდა