გიორგი ღვინიაშვილი მასზე თავდასხმის ფაქტში ღარიბაშვილს ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი, დღეს აქციაზე მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს გადაცემა არჩევანში ჰყვება და იმ პირს ასახელებს, რომელმაც მას დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღევანდელი პროვოკაცია პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დაგეგმა.

„ჩემზე თავდასხმა მოაწყო გიორგი ჯანყოშვილმა, რომელიც სუსის მანქანით მოვიდა აქციაზე და ჩვენ ვიღებთ ინფორმაციებს იმ თანამდებობის პირებზეც, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს პროვოკაცია. თავს შევიკავებ კონკრეტიკისაგან, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით,“ – აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

გურჯაანის მაჟორიტარი დღეს კახეთში, მევენახეების აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

banner
წინა სტატიაში“5 ლარი რომ იყოს, 6 ენდომებათ. ეს ჩვეულებრივი მომენტია”
შემდეგი სტატიაზუგდიდში თანამედროვე საავადმყოფო მხოლოდ აფხაზებისთვის შენდება თუ ქართველებისთვის?