გიორგი ქადაგიძე: სესხების რესტრუქტურიზაციაზე მუშაობას ვაგრძელებთ

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ასწია. ეს კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირებას ნიშნავს. სხვა გამოსავალი არც იყო. ეროვნული ბანკი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას გააჩნია, რომ არ მოხდეს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არცერთი თეთრით არ შეუმცირებია ბიუჯეტი, როცა ხედავს, რომ ლარზე ზეწოლა გრძელდება და ფასებიც დაგეგმილზე მეტი ოდენობით იზრდება. კომერციულმა ბანკებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად. მათ უნდა გაზარდონ ლარებში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი. იგი სულ მცირე, ორჯერ მეტი უნდა იყოს დოლარებში მოზიდულზე. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მათ საპროცენტო ხარჯებს და შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ეს ნაკლები დანაკარგია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას მოჰყვეს.

სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

“სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას. იცით, რომ რიგმა ბანკებმა განახორციელეს თავიანთი შეთავაზებები. ჩვენ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში რიცხვი, რა რაოდენობის სესხების რესტრუქტურაზაცია მოხდა, როგორ იყო მოთხოვნა ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციებზე მსესხებლების მხრიდან, მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტა, ეს არის მხოლოდ დროებითი შემსუბუქება ტვირთის ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა ქადაგიძემ.

25 თებერვალს ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძესა და კომერციული ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა სთხოვა კომერციულ ბანკებს წარმოედგინათ გეგმა, თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი, შემოსავალი კი ლარებში.

banner
წინა სტატიაშილაშა ტუღუში: მედიის თავისუფალების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები
შემდეგი სტატია„ამ თემაზე ზომაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა არ არის მისაღები” – გელა დუმბაძე პარლამენტში მინისტრების მისვლაზე