გიორგი ქადაგიძე: საქართველო და რეგიონის ბევრი ქვეყანა გახდა ვალუტის შოკის მოწმე

“ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი”, – საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღეს ერთ-ერთი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.

შეხვედრაზე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე აქცენტი გააკეთა გიორგი ქადაგიძემაც.

„საქართველო და რეგიონის ბევრი ქვეყანა გახდა ვალუტის შოკის მოწმე, დაეცა ჩვენი ექსპორტი, გაუფასურდა ლარი, რადგან ჩვენი ეკონომიკა დოლარს იყენებს, მოსახლეობის 60 პროცენტს ანგარიში ბანკებში დოლარში აქვს გახსნილი. ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი შემოსავლის ნაკადის შემოდინებაა ქვეყანაში. ისეთ პატარა ეკონომიკაში, როგორიც საქართველოშია, შეუძლებელია გაცვლითი კურსი ხელოვნურად შეინარჩუნო,“ – აღნიშნა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე არ მალავს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება ჰქონდა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ეს ადამიანი, როგორც კი ფული შემოაკლდება, ბანკის გასაძარცვად ისე დადის, როგორც სამსახურში (ვიდეო)