გიორგი ქადაგიძე: რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო “რედისონში” ბანკების მმართველთა კლუბის ღონისძიება განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამ პირობებში რეზერვების ხარჯვა იქნებოდა რეზერვების განიავება.
“ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა რეზერვების განიავება, მაგრამ ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზრების მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმზე. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც თუ განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ, ეს არის ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე კომბინაციაშია ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა განვახორციელოთ, როგორც ჩვენ, ასევე მთავრობამ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, მოკლევადიანი მერყეობები არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს.
“მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით, ჩვენ გვექნება ჯანსაღი და თანმიმდევრული პოლიტიკა. გვექნება ეკონომიკური კრიზისი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც უნდა გატარდეს მთლიანად სახელმწიფოში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშილარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მონეტა მოიჭრა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: პრემიერს გაეროში ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება