გიორგი ქადაგიძე ლარის კურსზე დეტალურად პარლამენტში ანგარიშით წარდგომისას ისაუბრებს

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით უფრო დეტალურად პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგომისას ისაუბრებს.
ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ გუშინ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“ვფიქრობ, ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ბევრი საუბარი და მსჯელობა იყო. უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ, როდესაც პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარვსდგები. დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. წლიური ანგარიშის განხილვის დროს გვექნება ძალიან დეტალური განხილვა ყველა პროცესის”, – განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური
შემდეგი სტატიაშსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა