გიორგი ქადაგიძე: კურსის პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არ ველოდებით, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ წავა

კურსის პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არ ველოდებით, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ წავა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
“ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ბაზარზე არის აჟიოტაჟური ქცევა, ეს არის მაშინ, როდესაც ოფიციალური გაცვლითი კურსი განსხვავდება კომერციული კურსებისგან და სხვაობა ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის გაზრდილია. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ბაზრის მონაწილეების მხრიდან, იმიტომ რომ აჟიოტაჟის პირობებში მათ არ უნდათ, რომ იზარალონ არც ერთი მიმართულებით. როგორც წესი, ასეთი რამ გრძელდება რამდენიმე დღე და როგორც კი სიტუაცია სტაბილიზდება, სხვაობა ყიდვა-გაყიდვას შორის იკლებს. ეს არის დამახასიათებელი ასეთ დროს. რაც შეეხება კონკრეტული კურსის პროგნოზს, კურსის პროგნოზი არ არის ეროვნული ბანკის მმართველის საქმე. ჩვენ გასაგები მიზეზების გამო ვერ გავაკეთებთ კურსის პროგნოზს”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, 30%-იანი გაუფასურება, რომელსაც ჰქონდა ადგილი პიკში, სხვა თანაბარ პირობებში არის მაქსიმუმი და ჩვენ ახლა ვხედავთ სტაბილიზაციას და ამ გაუფასურების ასახვას იმპორტზე.
“შესაბამისად, არ ველოდებით, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ წავა”, – დასძინა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაში“ნარმანიას კარუსელი,” – ოპოზიციის ბრალდება თბილისის მერს
შემდეგი სტატია“ეს ბრალდება საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია,” – გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებაზე