გიორგი პაპუაშვილი: ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა. “მინდა მცირე განმარტება გავაკეთო და მივმართო საზოგადოებას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან და ახდენენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, ასევე მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. ამიტომ მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრიზისი: ხორვატიამ სერბეთის გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4491 ლარი გახდა