გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა პლაკატები გამოფინეს წარწერებით: “პაპუაშვილი – ნაცისტების ადვოკატი”, “პაპუაშვილი – უგულავას და ბოკერიას მონა”, “ზონდერი მოსამართლე” და სხვა.
აქციაზე 20-მდე ადამიანია შეკრებილი. როგორც უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურაძემ აქციაზე განაცხადა, გიორგი პაპუაშვილის კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომაა ის, რომ უკანონოდ ცხოვრობს სახლში, რომელიც ასლან აბაშიძის გუნდის წევრს წაართვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოცხადა გადაწყვეტილება, რომლით ნაწილობრვი დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკნონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილმა და მისმა ხროვამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდეს”
შემდეგი სტატიაარჩილ ხაბაძე დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოშია დაბარებული