გიორგი მღებრიშვილი : როგორ შეიძლება მინისტრმა თითოეულ პატიმარზე აკეთოს კომენტარი

სასჯელაღსრულების მინისტრმა გლდანის მე-8-ე დაწესებულებაში პატიმრის ცემის ფაქტი არ დაადასტურა.

თავდაპირველად გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა, შემდეგ განმარტა, რომ ეს პატიმარი მცირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურებისთვის იხდის სასჯელს.

“რას ჰქვია უფროსმა სცემა? ვინ გითხრათ? როგორ შეიძლება მინისტრმა თითოეულ პატიმარზე აკეთოს კომენტარი? ამ ფაქტს კატეგორიულად არ ვადასტურებ. მისგან ამოღებულია აკრძალული ნივთები. ნაცემი არ არის. პატიმარი სასჯელს იხდის მცირეწლოვანი ბავშვის გაუპატიურებისთვის,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყვარლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა