გიორგი მღებრიშვილი:კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები მე-9 დაწესებულებაში მოათავსეს

giorgi mgebrishvili

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები მე-9 დაწესებულებაში მოათავსეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელების გადაყვანა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდა.

„აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, პროცედურების მიხედვით ისინი გონივრული დაკავებისა და განთავსების განყოფილებაში გადიყვანეს, სადაც მოხდა მათი იდენტიფიცირება, ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ამის შემდეგ კი, მსჯავრდებულები მე-9 დაწესებულებაში განათავსეს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დონორი და პარტნიორია