გიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე შეხვდება. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების ფორმატზე შეთანხმების მიზნით გაიმართება.
როგორც დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგანელიძემ განუცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი არ იქნება არც ერთ კონკრეტულ გვარსა და კანდიდატურაზე, იმსჯელებენ მხოლოდ იმაზე, თუ რა ფორმატში შეხვდება უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს. მისივე ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრის კიდევ ერთი თემა მისი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მოსვლის საკითხიც იქნება.
დავით საგანელიძე პრეზიდენტს დღეს დაუკავშირდება და მათი დღევანდელი კომუნიკაციის შემდეგ გახდება ცნობილი შეხვედრის თარიღი.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი (ფოტო)
შემდეგი სტატიასოსო რობაქიძე: გულზე ხელებს ვერ დავიწყობ, თუ უნდა დაგვხოცონ, ჩვენც რაღაცას ვიზამთ