გიორგი მარგველაშვილმა კახა კალაძე და შსს-ს 11 თანამშრომელი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელი დააჯილდოვა.
როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჯილდოები 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გამოჩენილ თავდადებას უკავშირდება.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის “ღირსების ორდენით”, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი მედლით “მხედრული მამაცობისათვის”, ხოლო შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი კი “ღირსების მედლით” დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია
შემდეგი სტატიაროგორ თარგმნა კიზირიამ ბურჯანაძე…?