გიორგი მარგველაშვილმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტი საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” იმყოფებოდა. როგორც მან აღიშნა, დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის.
“მე ყველას ვუსამძიმრებ ამ დღეს, ვინც იყო ბატონი იურის თანამებრძოლი, მათაც ვინც პირადად არ იცნობდა მას. ეს არის მძიმე დღე მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და ის ხალხი, ვინც გაუბედა ჩემს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს იქნებიან დაჭედებული საბრალდებო სკამზე და პასუხს აგებენ როგორც ამ ოჯახის მიმართ, ასევე იმისთვის რაც მათ გაუბედეს საქართველოს, გაუბედოს ჩვენს სახელმწიფოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისოროსი: ევროს დაბეჭდვა მდგომარეობას გაათანაბრებს
შემდეგი სტატიაჭიკაიძის განცხადებაზე ირაკლი ღარიბაშვილი დავოსიდან ჩამოსვლის მერე იმსჯელებს