გიორგი მარგველაშვილი – ჯანდაცვის სამინისტრომ რევოლუციური ნაბიჯები გადადგა

მე ფიცი დავდე არა

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მართლაც რევოლუციური ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დაჯილდოებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, უწყების მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად საქართველოს ათასობით მოქალაქეს დაუდგა უფრო ბედნიერი დღე, რისთვისაც მან ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
“დღეს არის ჯანდაცვის საერთაშორისო დღე და გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ ამ სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებს. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ადამიანებისთვის, ვინაიდან ჩვენს ცხოვრებას უფრო ჯანმრთელს ხდით, გვიხანგრძლივებთ მას და შვებას გვაძლევთ ურთულეს მომენტებში. მინდა საქართველოს ათობით და ათასობით მოქალაქის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ქვეყანაში მრავალ ათას ადამიანს მის მიერ განხორციელებული მუშაობის შედეგად მიეცა შვება, დაუდგა უფრო ბედნიერი დღე. დათო, მინდა მადლობა გითხრა ყველას სახელით”, – მიმართა პრეზიდენტმა დავით სერგეენკოს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა იმ კოლეგიალური მუშაობის გარეშე, რომელსაც ახორციელებს მთავრობა. “მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მართლაც რევოლუციური ნაბიჯები გადადგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის პროგრამა, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიან რეგიონებში მდებარე კლინიკების გამოსყიდვა, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ”საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებაში განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა. ეს არის არასრული ჩამონათვალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამდიდრდება. ბატონ დავით სერგეენკოს მადლობას ვუხდი ამ საქმიანობისთვის. ჩვენი გადაწყვეტილებით, მისი დიდი ღვაწლი აღინიშნება წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიააფხაზეთში ექიმი სისტემატიურად კლავდა პაციენტებს (ვიდეო)