გიორგი მარგველაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით

ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, კიევში განაცხადა, სადაც მან “ღირსების მარშში” მიიღო მონაწილეობა.
“როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით; მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები – სხვა თავისუფლების მოყვარული ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უკრაინის “ღირსების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში, გიორგი მარგველაშვილის გარდა, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
შემდეგი სტატიაირინე იმერლიშვილი – კიევში ჩამოვედით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უკრაინელი ხალხისადმი გვერდში დგომა