გიორგი მარგველაშვილი: ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით

გიორგი მარგველაშვილი კიევში

გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი და შემართება მოქალაქეების მშვიდობიანი არსებობის გარანტიაა, – ასე მიმართა ჯარისკაცებს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორი” დახურვის ცერემონიას დაესწრო.

მარგველაშვილმა როგორც ქართველ, ისე ამერიკელ ჯარისკაცებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა.

“ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო. მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ დიპლომატიურ სამთავრობო დონეზე, იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება შემდგარიყო საქართველოს მიწაზე, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც, არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვიათ ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა 1999 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო მისიებში დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გაუძლონ ყველა წინააღმდეგობას ყველაზე რთულ ადგილებში.

“ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები, რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენ ურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა როგორც ქართველ ჯარისკაცებს, ისე ამერიკელ პარტნიორებს ჩატარებული სწავლებისთვის. გიორგი მარგველაშვილმა 5 ქართველი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მედალიონებით დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის იმპერიულმა მიდგომებმა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა შეცვალა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული