ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას ეხებოდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის მთავრობას საკუთარი ხალხისგან საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მანდატიც აქვს, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენი ხალხისგან გვაქვს ასეთი მანდატი, ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ უკრაინას ექსპრეზიდენტისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით მიმართა, რაზეც უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა.