გიორგი მარგველაშვილი – ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვისსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო შეძრწუნებულია.
ბორის ნემცოვის მკვლელობას საქართველოს პირველი პირი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისთვის.
“შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატია,,ნაციონალები“ სესიის ჩაშვლის მცდელობას ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილს უკავშირებენ