გიორგი მარგველაშვილი კიევში “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას

გიორგი მარგველაშვილი კიევში

გიორგი მარგველაშვილი კიევში "ღირსების მარშში" მიიღებს მონაწილეობასსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევში “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ეწვევა.
“გიორგი მარგველაშვილი “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. კიევში ღონისძიებები “ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა”,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისოხუმში რუსულენოვან სარეკლამო ბანერებს აფხაზურ ენაზე თარგმნიან
შემდეგი სტატიალევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს