გიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მოძრაობის დროს მნიშვნელოვანია

“ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მოძრაობის დროს მნიშვნელოვანია,” – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შეფასება.

მარგველაშვილმა ტუსკს საქართველოში ჩამოსვლისათვის მადლობა გადაუხადა.

“დაძაბული დღის წესრიგის ფონზე მიეცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია მაშინ, როცა ჩვენ ქვეყანაში საოკუპაციო ხაზის დემარკაციისა და მისი მოძრაობის პროცესი მიმდინარეობს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ეს ვიზიტი კიდევ უფრო დააჩქარებს და ახალ სტიმულს მისცემს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: ადგილზე უნდა შევაფასო ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა