გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვია

11182050_433619793472966_9166352551419071635_nგიორგი მარგველაშვილი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვია.სახელმწიფო მეთაური ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარტლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ასევე ევრო კომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან.
გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში – “The Eastern Partnership – Partnership of Free Choice”, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის აუდიენცია მის სამეფო უდიდებულესობასთან ბელგიის მეფე ფილიპთან

banner
წინა სტატიაშიფრანგებმა ხელოვნური სპერმა შექმნეს
შემდეგი სტატიაპოლონეთი პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევს