გიორგი მარგველაშვილი: ამ კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ ეს კარგია

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა შემცირება არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, შესაბამის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

“აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის პარამეტრი, რომ არ არის მატება საპარისპირო – ევრაზიული კავშირის მხარამჭერთა რაოდენობაში. რაც შეეხება კლევის იმ ნაწილს, რომელშიც ვამჩნევთ ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით კლებას, ჩემი აზრით, ეს არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას. ეს უბრალოდ საზოგადოების რეალისტური დამოკიდებულებაა, რომელიც გამომდინარეობს იმ შენელებული პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს, ბუნებრივია, აისახება მოსახლეობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის აზრით, შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც ევროპული ორიენტაციის სჯერა, მისი პოპულარიზაცია საკუთარ თავზე აიღოს.

“რა უნდა გავაკეთოთ? საზოგადოებამ, რომელსაც სჯერა მიმართულების და იმის, რომ ეს უცვლელი ღირებულებებია და ამისკენ უნდა ვიაროთ, თავის თავზე უნდა აიღოს ევროპული იდეების პოპულარიზაცია და იმუშაოს იმისთვის, რომ შედეგები იყოს განსხვავებული. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ ეს კარგია. მე არ ვფიქრობ, რომ მათ ამის არ სჯერათ. აქ არ არის კამათი იმის თაობაზე, ეს კარგია თუ ცუდი, მესიჯი მდგომარეობს შემდეგში – ეს არარეალურია. ბუნებრივია, რუსეთის პროპაგანდას თავისი შედეგები მოყვება. რა უნდა ვაკეთოთ?- ჩვენც იგივე უნდა განვახორციელოთ – რაც შეიძლება მეტად ჩავერთოთ ამ პროცესში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვიოლმა.

banner
წინა სტატიაშითანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელსა და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ(video)
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ევროპის სახალხო პარტიას თავშეკავებისკენ მოუწოდებს- საგანგებო მიმართვა