გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმეტის შესახებ მმართველ გუნდში იყო საუბარი

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

მე ფიცი დავდე არა "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფოს წინაშეპრეზიდენტის მისამართით ყოფილი პრემიერის მხრიდან წარმოთქმული კრიტიკული შეფასებები დღეს მმართველმა გუნდმა შეაფასა და დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის დაწყების საკითხი არ განიხილება, თუმცა ამ თემაზე მმართველ გუნდში რამდენიმე თვის წინ იყო საუბარი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პროცედურას განმარტავს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განაცხადოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ ცოტა 100-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა “პოლიტიკურ უდაბნოდ” აქცია
შემდეგი სტატიაჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე